Tuesday, December 22, 2009


ჩვენი ზოოპარკი

1. პროექტის სახელი :
ჩვენი ზოოპარკი


2. პროექტის მოკლე აღწერა :

ამ პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ზოოპარკის გალიებში ძირითადად ათავსებენ გარეულ ცხოველებს და არა შინაურს.მოსწავლეებმა შეძლონ ზოოპარკის ცხოველების დასახელება და მათი მარტივად დახასიათება.ხელი შეეწყოს მოსწავლეების შემეცნების სხვადასხვა უნარის განვითარებას.გააცნობიერონ რომ,ზოოპარკში ყოფნისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა.

3. პროექტის სრული აღწერა:

ექსკურსიაზე წასვლამდე მოსწავლეებთან ვატარებ გაკვეთილს თემაზე: “ჩვენი ზოოპარკი’. მუშაობენ ჯგუფებში.ამ გაკვეთილისათვის შინიდან მოაქვთ სათამაშო ცხოველები და ნიღბები.გაითამაშებენ სცენებს ზღაპრებიდან.ყველა ჯგუფის მუშაობის შედეგად შეიქმნება ერთი დიდი ზოოპარკი,ვახდენთ დაკვირვებას–სწორად მოათავსეს თუ არა ცხოველები გალიებში. ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ შინაური ცხოველები ზოოპარკში არ განათავსონ.მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას საინტერესო და სახიფათო შემთხვევების შესახებ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებში. დასვენების დღეს მივდივართ ზოოპარკში ექსკურსიაზე, ვერთობით და ვაწარმოებთ დაკვირვებას, ვიღებთ ფოტოებს და ვიდეოს. ექსკურსიამძღოლი გვაწვდის ინფორმაციას ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ბავშვები აკეთებენ ჩანახატებს.ვაკეთებთ ილუსტრირებულ წიგნს,რომელშიც წარმოდგენილია ცხოველთა სამყარო ინფორმაციებით. ვაკეთებთ პრეზენტაციას ისტის გამოყენებით,სტუმრად ვიწვევთ 78–ე სკოლის პირველ კლასელებს და ვუჩვენებთ პროექტის ფოტო და ვიდეო კოლაჟს.


4. მონაწილეთა ასაკი:

6–7წლის ბავშვები.1–კლასი

5. ვადები / ხანგრძლივობა:
ერთი თვე


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

აქტიური ლექცია,ჯგუფური მუშაობა,დისკუსიის გამართვა, ინსცენირება,პრეზენტაცია,ხატვა,ილუსტრირებულ წიგზე მუშაობა,ექსკურსია .

7. მოსალოდნელი შედეგები:

შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება საინტერესო მასალა ზოოპარკის შესახებ(ფოტო და ვიდეო კოლაჟი), ილუსტრირებული წიგნი.


8. სარგებელი სხვებისთვის:

პატარა თაობა გაიღრმავებს ცოდნას ზოოპარკის ბინადრებზე,ისწავლიან უსაფრთხრების წესების დაცვას, წიგნის შექმნას.

9. სამუშაო ენა:
ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

78–ე სკოლის პირველ კლასელები.

11.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან \ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუნჯობესებენ უნარს სხვადასხვა საგნებში–ქართული, ხელოვნება, ბუნება.მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების, შთაბეჭდილებების გაზიარების, მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარები.
12. პროექტის ფასილიტატორი:

რიტა ყიფშიძე

13. პროექტის ფასილიტატორების ელ. ფოსტა:

www.ritaatir9@gmail.com

14.პროექტის ვებ–გვერდი\ ბლოგი:

1 comment:

  1. ჩემო ძვირფასო! პროექტი ძალიან მომეწონა.მჯერა, შემდეგი ცდა გაცილებით უკეთესი იქნება.გისურვებ წარმატებებს!!!

    ReplyDelete